- Advertisement -

აჭარის ხელოვნების მუზეუმში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

კვიპროსის ქართული სათვისტომოს "ძალა ერთობაშია" ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და ლარნაკას მუნიციპალიტეტის გუნდის სოლისტები ბათუმში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში სსიპ აჭარის მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლარნაკას მუნიციპალიტეტის გუნდის სოლისტების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ. კვიპროსის ქართული სათვისტომოს "ძალა ერთობაშია" ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, 2018 წლის 27 ივნისს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება კონცერტი, რომელიც მიზნად ისახავს ლარნაკასა და ბათუმს შორის დიასპორისა და კულტურის საკითხებში მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას

Comments
Loading...