- Advertisement -

“აჭარლები – ბეშუმიდან ბათუმამდე“ – ბათუმში პოლონური ფილმის პრემიერა გაიმართა (ფილმი)

პოლონეთის საზოგადოებრივმა არხმა „TVP 3” აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. „აჭარლები -ბეშუმიდან ბათუმამდე“ ასე ქვია ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრ აპოლოში გაიმართა. ფილმში მხატვრულადაა გადმოცემული აჭარის ისტორია, ხელოვნება და კულტურა. ასევე, კარგად ჩანს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და ადამიანები, რომლებიც საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობენ. ფილმის ავტორები მაყურებელს მაღალმთიანი აჭარიდან შავი ზღვის სანაპირომდე ამოგზაურებენ.

ფილმის გადაღებები გასული წლის ზაფხულში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა. ფილმი პოლონეთის საზოგადოებრივ არხის მაყურებელმა რამდენიმეჯერ იხილა. 

Comments
Loading...