“ახალი სიცოცხლე ბათუმის აეროპორტში” – მგზავრმა ტერმინალში იმშობიარა ბათუმი დამატების თარიღი 16 ივლისი, 2018 122 დედა „ურალის ავიახაზების“ მეშვეობით ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკვაშირებით ბათუმის აეროპორტის ვებგვერდი ავრცელებს. ინფორმაციას თან ერთვის ახალშობილისა და დამხმარე მედ-პერსონალის ფოტომასალაც. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.