- Advertisement -

ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ში მონაწილე ღვინის კომპანიები ცნობილია

შეგახსენებთ, რომ ფესტივალში მონაწილეობისთვის, ღვინის კომპანიებმა და საოჯახო მარნებმა გაიარეს რეგისტრაცია, 21 თებერვლიდან – 5 აპრილის ჩათვლით.

ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების მხრიდან აქტივობა დიდი იყო. სულ დარეგისტრირდა 500 მდე მონაწილე, აქედან, 81 ღვინის დიდი კომპანია და საშუალო, 236 მცირე საოჯახო მარანი, 6 სხვა კომპანია – ღვინის აქსესუარები, ჭურჭელი, დანადგარები, გამომცემლობა, ფინანსური სერვისები და მცირე მეწარმეები.

ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების შესარჩევი დეგუსტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საფესტივალოდ სულ 236 საოჯახო მარნის 422 ღვინო შემოვიდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღვინის კლუბის მიერ შერჩეული სადეგუსტაციო კომისია, კომპეტენტური ღვინის პროფესიონალებისა და ექსპერტების შემადგენლობით, ეტაპობრივად ატარებენ დეგუსტაციებს ფესტივალის პარტნიორ ღვინის ბარ g.vino-ში. დეგუსტაციაზე ღვინო ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ვიზუალი (0-2 ქულა), სურნელი (0-4 ქულა) და გემო (0-4 ქულა). საუკეთესო შეფასება, თუ ყველა კრიტერიუმში მაქსიმალური ქულა აიღო, არის 10. საბოლოო შედეგები აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს. ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.

მაშ ასე, ახალი ღვინის ფესტივალი 2018 მიესალმება მონაწილე კომპანიებს:

ალაფიანის მარანი
ალექსანდრე დისტილერი
აპოგიოსი
არტიზანი
ასკანელი
ახმეტის ღვინის სახლი
ბაბანეურის მარანი
ბატონო
ბურჯანაძე-შანიძის მარანი ქვიბარი
Bq Wine Bar
გოცას ღვინო
გურამ ბერუაშვილის მარანი
დავით მიხელიძის მარანი
დარსა
დორემი
ენოგრუპი
Ethno
ვაზიანი კომპანი
ვარციხის მარანი
ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი
ვინო მარტვილე
ზეკარი
ზურაბ თოფურიძის მარანი იბერიელი
თბილღვინო
თელავის ძველი მარანი
თელიანი ველი
იმერული ღვინის სახლი
კალამი
კახური
Color Pack
კოოპერატივი გავაზის საუკეთესო ვენახები
კორპორაცია ქინძმარაული
კონჭო&კო
Kostarov Family Winery
LAPATI WINES
ლექსოს მარანი
Loladze Family winery
ლომთაძეების მარანი ველისციხე
მარანი სანავარდო
მეღვინეობა ართანა
მეღვინეობა გუდა
მიშო პაპა
მარანი კასრელი
მანაგაძეების ღვინის კომპანია
მართალი ღვინო
მეღვინეობა ხარება
ნაბერაული
ნაოტრები
ნიამორი
ნიკიფორე
ნიკა ვაჩეიშვილის მარანი
ნოდარ ბაღაშვილის მარანი
ორი მარანი
საგვარეულო მარანი
სამთავისის მარანი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
საქართველოს სული
საქველმოქმედო კავშირი თემი
საწნახელი
სესიაშვილის მარანი
სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი
Sun Wine
ტაბლა ნოვა
ტიფლისკი ვინნი პოგრებ
ტოგონიძის ღვინო
ფაფრის ველი
Khashmi Family Winery
ქართული ღვინოები
ქართული ღვინის სახლი
ღვინის კომპანია შუმი
ღვინის ქურდები
შავგულიძის შავკაპიტო
შალვინო
შატე
შატო ხაშმი
შენი ღვინო
ჭონას მარანი
ხოხბის ცრემლები
ჯაყელების ღვინო
ჯივაინი
ჯიველი

სხვა კომპანიები:

BDO
საფერიკო
გამომცემლობა "ავტოგრაფი"
Vinorob
ხურჯინი

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა:

ფოტია
Irendesign
არტმანი
ქართული სუფრა ნიკოლოზ ნუცუბიძისგან
Xati.Z. Accessories
ლია სახიაშვილი, ხელნაკეთი ნივთები
Iveri Handmade Jewelry
MB Enamel
ტრადიციული მოდის სახლი
Mz Ceramics
გახსენი
ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. 2017 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით – ნალი ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი დიდგორი, რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი და ხონის სახალხო სასულე ორკესტრი. იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები, მეთუნე თიხის ნაკეთობების მასტერკლას ჩაატარებს და სხვა.

საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს. ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, რადიო Jako fm. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ღვინის ბარი g.vino.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

Comments
Loading...