ახალი წლის ღამეს ქუთაისში ჯგუფი “მეტეხი” და “ოჩოს ქოხი” იმღერებენ ქუთაისი დამატების თარიღი 29 დეკემბერი, 2017 637 ახალი წლის ღამეს ქუთაისში, მთავარ ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. მთავარ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ. ქუთაისელებს და ქალაქის სტუმრებს ახალი წლის დადგომას, DJ ზაპა, ჯგუფი "მეტეხი" და "ოჩოს ქოხი" მიულოცავენ. საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 12 იანვრამდე გრძელდება.