- Advertisement -

ნიკო ნიკოლაძის ახალრეაბილიტირებულ კოშკში წყალი ჩავიდა

ფოთში, განახლებულ ნიკო ნიკოლაძის კოშკში სახურავმა წყალი გაატარა და ჭერი დაზიანდა. რეაბილიტირებული ისტორიული ძეგლი, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ვითარებაში გაისნა.

ოპოზიციის წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ობიექტი ფორსმაჟორულ სიტუაციში, სწრაფი ტემპით, უხარისხოდ იქნა გარემონტებული, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლაძის შვილიშვილი იყრიდა კენჭს და მისი გახსნა აუცილებლად წინასაარჩევნოდ უნდა მომხდარიყო.

“კოშკის გახსნა წინასაარჩევნო პერიოდისთვის უნდა მოესწროთ და სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.ნიკო ნიკოლაძის შვილი იყრიდა კენჭს და ამის საპირწონედ დადეს ეს ყველაფერი. კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული და როგორ შეიძლებოდა საერთოდ მისი ხელყოფა, მაგრამ ეს ხელისუფლება რა ხელისუფლებაა, საკუთარ თავზე ირგებს ყველანაირ კანონს და შედეგიც სახეზეა. ერთი თვე არ არის რაც გაკეთდა და ნახეთ რა მდგომარეობაში იმყოფება, წყალი ჩამოვიდა და მთლიანდ ჩამოინგრა ჭერი. ასე ანგრევს მიზანმიმრთულად ამ ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით. ივანიშვილის ხურუშტებზე კეთდება საქართველოში ყველაფერი და ხურუშტის შედეგი ნახეთ აგერ რა არის!“_განაცხადა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.

კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის განმარტებით, ჭერი არ ჩამოვარდნილა. მისი თქმით ძლიერი წვიმის დროს შემინულ კონსტრუქციაში წყალი ჩამოვიდა, დაზიანებული ჭერი მშენებლებმა თავად მოხსნეს და პრობლემის დროულად აღმოფრხვა უახლოეს დღეებში მოხდება.

“ეს ნამდვილად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელიც ათწლეულობის განმავლობაში იყო მიუხედავი. შიგნით კედლებიდან ამოსული იყო ხე-მცენაარები და დაბზარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუზუმის საგამოფენო სივრცედ ითვლებოდა,მუზეუმი ამ სივრცეში ვერ ფუნქციონირებდა. 2013წელს , როცა ავღნიშნავდით ნიკო ნიკოლაძის 170 წლის იუბილეს ,გადაწყდა რომ მის 175 წლის საიუბილეოდ ეს კოშკი უნდა აღგენილიყო თავის პირვანდელ ფორმებში. შეიქმნა პროექტი რომლის დაფინასებაც საკუთარ თავზე აიღო ,,ქართუ ჯგუფმა“ . ეს იყო წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში მოხდა კოშკის რეაბილიტაცია .რაც შეეხება მიშენების ნაწილს ,მიშენებულ კონსრუქციაში ძლიერი წვიმის დროს რამდენიმე ადგილას ჩამოვიდა წყალი “ბანა ჯგუფის“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ შეისწავლეს ადგილზე. გადაწყდა, რომ ეს ჭერი მოხსნილიყო , ის არ ჩამოვარდნილა.დაისახა გეგმა და უახლოეს დღეებში მოხდება ამ დაზიანებების აღმოფხვრა,“- აღნიშნა ელენე გაბლიანმა.

ცნობისათვის, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს მომზადდა. პროექტი “ქართუ ჯგუფის” ფინანსური დახმარებით განორციელდა და მისმა ღირებულებამ 470 000 ლარი შეადგინა.

Comments
Loading...