- Advertisement -

ახალციხეში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, ახალციხის ტბაზე ,სპორტული აქტივობებით დაიწყო.

ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს ნარდში, მკლავჭიდში, ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში შეეჯიბრნენ. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ასევე, დაჯილდოვდნენ მერიის სტიპენდიანტები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ფერების შოუ გაიმართა, რის შემდეგაც ახალგაზრები ელექტრონული მუსიკით გაერთნენ.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

 

Comments
Loading...