- Advertisement -

ახალციხეში მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დასრულდა

ფინალში ერთმანეთს „New castle’’-სა და უნივერსიტეტის გუნდები შეეჯიბრნენ. ანგარიშით 7:1 უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა. ასევე, მესამე ადგილისათვის „წაქცეულებმა“ და სოფელ ურაველის გუნდებმა იბრძოლეს. მესამე ადგილზე ურაველი გავიდა.

ახალციხის მუნციპალიტეტის მერიამ, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, სიგელები, მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადასცა. ჩემპიონატში, აგრეთვე, გამოვლინდა საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, ვეტერანი ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. მათ მერიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ტურნირი 2 აგვისტოს დაიწყო და მასში 19 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატს ორგანიზება მერიის სპორტული პროგრამების განყოფილებამ გაუწია.

მინი ფეხბურთის გამარჯვებული უნივერსიტეტის გუნდი გახდა

Comments
Loading...