ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ახალციხე დამატების თარიღი 30 აპრილი, 2018 281 სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე სოფელ სვირში საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია ხდება. მასში საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამი სოფლის სვირის, ბოგისა და ტატანისის 50-მდე აღსაზრდელებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სულ მალე კი პატარებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ და სკოლაში მისვლამდე საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლონ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 498 ლარით ფინანსდება.