- Advertisement -

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საძელში ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ საძელის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით სრულდება გზის 3600 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. რის შემდეგაც საძელის მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს ასფალტირებული გზით დაუკავშირდება.

საძელის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Comments
Loading...