- Advertisement -

ახმეტაში ავტოსაზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

გვიან ღამით ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “მიცუბიშის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

სამი მგზავრიდან ორმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მძიმეა მესამე, 19 წლის წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავდაპირველად ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მოგვიანებით კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა ამ დროისთვის მართვით სუნთავაზე იმყოფება. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდეს საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Comments
Loading...