ახმეტაში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა ipressახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 ნოემბერი, 2018 73 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის თასი გათამაშდა. ფინალში ერთმანეთს ლოპოტას და თელავის გუნდები შეხვდნენ. დღევანდელ შერკინებას ანწუხელიძის ცოლ- შვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ანგარიშით 3:2 ლოპოტას სასარგებლოდ დასრულდა. ფინალში გასული გუნდები კი მედლებით და ანწუხელიძის თასით დააჯილდოვეს. დღესვე ცნობილი გახდა საქარველოს ფეხბურთის ფედერაცის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც , ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში გაიმართება. წელს თასის გათამაშების ორგანიზატორი თუშეთის განვითარების ფონდი იყო. ახმეტაგიორგი ანწუხელიძეფეხბურთი