ახმეტაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 10 ნოემბერი, 2017 446 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.