ახმეტაში, სოფელ მატანში 70 წლამდე მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 თებერვალი, 2018 243 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლამდე მამაკაცი მეზობლებმა ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივების ინფორმაციით, ნოდარ როსებიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება. უცნობია ასევე, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.