- Advertisement -

ახმეტის მერი: არ ვიცი თუშეთის თემის წარმომადგენელბი დღეს რას აპროტესტებენ

"არ ვიცი რა პროექტზეა საუბარი და არც ის ვიცი თუშეთის თემის წარმომადგენელბი დღეს რას აპროტესტებენ" – ასე გამოეხმაურა ახმეტის მერი დღეს სოფელ ქვემო ალვანში გამართულ აქციას , სადაც თუშეთის გზის ალტერნატიული პროექტი გააპროტესტეს.

"ხვალ იგეგმება ამ პროექტის საჯარო განხილვა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მეც ამ შეხვედრიდან გავიგებ თუ რა გზის მშენებლბაზეა საუბარი. მოსაწონია თუ არა იდეა ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს" – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. მოსახლეობა პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ახალი გზის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის თუშეთში არსებულ ეკოტურიზმს, ასევე ფინანსურად დააზარალებს მოსახლეობას.

Comments
Loading...