- Advertisement -

ახმეტის მერი ომბუდსმენის რეკომენდაციაზე: ამ პრობლემის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენტაციას ეხმაურება. იოსებ ქარუმაშვილის თქმით, ბაღებში არსებული მდგომარეობა მისთვის ცნობილია და პრობლემის მოსაგავრებლად მერია აქტიურად მუშაობს.

"ამ პრობლემის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო და უფრო მეტიც, აქტიურად ვმუშაობდით ამ საკითხზე.თუმცა მუნიციპალიტეტში იმდენად ბევრი პრობლმაა, ბიუჯტი კი მცირე რომ ვცდილობთ ეტაპობრივად მოვაგვაროთ. აღნიშნული საკითხს კი ახალ ბიუჯეტში შევიტანთ."- განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

ცნობისათვის,სახალხო დამცვლის აპარატმა ახმეტის მერს ბაღებში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ რეკომენდაციით მიმართა. დოკუმენტში ნათქვმია, რომ რამდენიმე ბაღში არასაკმარისი საწოლებია,ფიქსირდება ჰიგიენურ- სანიტარული ნორმების დარღვევა,ასევე მოუგვარებელია ინფრასტრუქტურული საკითხები.

Comments
Loading...