- Advertisement -

ახმეტის მერი: ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ორი დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა და ჩამონაშვალი მიწისა და ქვა-ღორღისგან გზას წმენდს. ახლაც მობილიზებულია და თუკი სადმე კიდევ ჩამოიშლება კლდე, ოპერატიულად გაწმენდს. ახლა სეზონია და ბევრი დამსვენებელი მოძრაობს ამ გზით. როცა წვიმს, სიფრთხილე და თავის შეკავება მართებს მოსახლეობას. რადგან მეწყერის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება გზა დაიკეტოს. დაკეტვა დროებითია და გაიწმინდება, მაგრამ გარკვეულ შეფერხებას მაინც უქმნის მგზავრებს" -განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.

ცნობისათვის,თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მიწა და ქვა-ღორღი გადაუღებელი წვიმების შედეგად ორი დღის წინ ჩამოიშალა, გზაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა აკრძალული იყო და ერიმეტრს პოლიცია აკონტროლებდა.

Comments
Loading...