ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 7 901 000 ლარით განისაზღვრა ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 8 იანვარი, 2018 323 ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 7 901 000 ლარით განისაზღვრა. მერიაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა და საბავშო ბაღების დაფინანსება იქნება. "ინფრასტრუქტურისთვის 1 მილიონ 535 000 ლარია გათვალისწინებული, რაც მოიცავს გზების, ხიდების, წყლის სისტემების რეაბილიტაციას, გარე განათებისთვის ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვას, დასუფთავების ღონისძებების დაფინანსებას. რაც შეეხება ბაღებს, ამ მიმართულებით სუბსიდია განისაზღვრა 1 მილიონ 420 000 ლარით. აქ თანხა გასულ წელთან შედარებით გაზრდილი არ არის, მაგრამ მორჩენილი ნაშთიდან დაფინანსება მნიშვნელოვნად უნდა მოემატოს კვებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობას.“- განაცხადა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მარინა მაისურაძემ.