- Advertisement -

ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული.

ლეიბორისტული პარტიიდან კენჭს ნუკრი ბართიშვილი იყრის.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე-შაქრო ტერტერაშვილია.

ქართული ოცნებიდან ახმეტის მერობისთვის-იოსებ ქარუმაშვილი იბრძოლებს.

ასევე, გიორგი ვაშაძის პარტიiდან – ჯუმბერ შაშიაშვილი, ბაქრაძე-უგულავა – ევროპული საქართველოდან გელა ჭვრიტიძე, პატრიოტთა ალიანსიდან თინათინ მოზაიძე.

ბიძინა გოგოლაშვილი – ტრადიციონალისტთა კავშირიდან.

ირაკლი უჯირაული – ლორთქიფანიძე-კუკავა დემოკრატიული მოძრაობიდან.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის საარჩევნო ოლქში 30 024 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
 

Comments
Loading...