- Advertisement -

ახმეტის სოფლის მოსახლეობა დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მინიმალური დანახარჯებით შეძლებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სეტყვისაგან დაზარალებული მოსახლეობა დაზიანებულ ყურძნის ჩაბარებას მინიმალური დანახარჯებით ადგილზევე, ახმეტაში შეძლებს.
ამის შემდეგ თელავში ჩატარებული საგანგებო თათბირის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება და ხვალ დილიდან დაიწყებენ დაკრეფას."- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ფერმერებსა და კომპანიებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მინისტრმა ფერმერებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენაც მოუწოდა. 

დღესვე დავითაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას პირადად შეხვდება.

Comments
Loading...