ბადმინტონში ჩუმლაყის სკოლის გოგონათა გუნდი რეგიონული ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 7 მარტი, 2018 352 "სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" ფარგლებში ბადმინტონში კახეთის პირველობა დასრულდა. შეჯიბრი ჩუმლაყის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა "ორბმა" და თელავის მეხუთე და მეცხრე საჯარო სკოლების სპორტულმა გუნდებმა მიიღეს. რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული გოგონებს შორის ჩუმლაყის "ორბი", ხოლო ბიჭებს შორის თელავის მეცხრე სკოლა გახდა.