- Advertisement -

ბათუმის არჩეული მერი: ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო არჩევნები, რომელიც ჩატარებულა

თვითმმართველობის არჩევნების შესახებ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა ბათუმის არჩეულმა მერმა. ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა 55,67%-ის ნდობის მოპოვება შეძლო. ქართული ოცნების გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ ეს ნდობა მოსახლეობასა და ბათუმს წარმატებას მოუტანს.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო გუშინდელი არჩევნების წარმატებით დასრულება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისათვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც მზად ვიყავი პირველივე დღიდან, მზად იყვნენ ჩემი კოლეგებიც.

მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არ იქნება გაცრუებული იმედები, პირიქით ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც მივიყვანთ ბოლომდე და ძალიან ბევრ გამარჯვებას და წარმატებას მოუტანთ ჩვენს ქალაქს.

ვფიქრობ, არჩევნებს ყოველთვის ახლავს ვნებათაღელვა. ვერ მივიღებ შეფასებას, რომ თითქოს არჩევნები ჩაატარა სუს-მა. ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდ გარემოში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო არჩევნები, რომელიც ჩატარებულა ბოლო პერიოდში",-განაცხადა კომახიძემ.

Comments
Loading...