- Advertisement -

ბათუმის ბულვარში ნაგვის დაყრისთვის 80 ლარით, ძაღლის ალიკაპის გარეშე გასეირნების გამო კი, 20 ლარით დაჯარიმდებით

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იმ აკრძალვების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში პირს ფულადი ჯარიმები დაეკისრება.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე აკრძალულია ნაგვის დაყრა, სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ქვეითებისთვის განკუთვნილ გზაზე და ქვეითების მოძრაობა ველო ბილიკზე.
ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.
„2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანება იწვევს პირის დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 50 ლარი.
ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია!
ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია (დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით).
ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით“,-ნათქვამია, ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Comments
Loading...