- Advertisement -

ბათუმის “დინამოსა” და თბილისის ”დინამოს” მატჩის ყველა ბილეთი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

არსებული რეგულაციების თანახმად სტადიონის შევსება გულშემატკივრების სრული რაოდენობის 30%-ს შეუძლია, გამომდინარე აქედან, მატჩს დაახლებით 7000 მდე ადამიანი დაესწრება.

დინამოელების შეხვედრა 8 მაისს 20:15 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთი ამავდროულად წარმოადგენს საშვს კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის.

გულშემატკივარს 00:00 საათამდე შეეძლებათ მატჩის შემდგომ გადაადგილება. ამ შეღავათით სარგებლობისთვის, აუცილებელია ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა.

სტადიონის ადმინისტრაცია, მოქალაქეებს მოუწოდებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქონიონ პირბადე და სტადიონზე დაიცვან რეგულაციები

ეროვნულ ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ გათამაშებას 25 ქულით დედაქალაქური ”დინამო” ლიდერობს. 22 ქულით მეორე ადგილზე კი ბათუმის ”დინამოა”.

სტადიონის შესასველელები 8 მაისს 18:00 საათიდან გაიღება, რათა გულშემატკივრებმა დროულად შეძლონ საკუთარი ადგილების დაკავება.

Comments
Loading...