- Advertisement -

“ბათუმის დინამოს” ფეხბურთელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს

გუშინ გვიან ღამით ვალერიან თედორაძე წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავებზე დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

როგორც "აიპრესს" ბათუმის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი უკვე გაიმართა და ფეხბურთელს სამართალდარღვევისთვის 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ვალერიან თედორაძე ბულვარში მეგობრებთან ერთად ნასვამ მდგომარებაში იყოფებიდა. ფაქტზე სულ ოთხი პირია დაკავებული.

Comments
Loading...