- Advertisement -

ბათუმის მერიაში მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა

დღევანდელ შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა საბჭოს განსახილველად მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ახალი საბჭო მერის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შეიქმნა და 14 წევრისგან შედგება.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, საბჭო უნდა იყოს ქმედითი. თვითმმართველობა მაქსიმალურად იქნება საბჭოსთან კომუნიკაციაში და მზად არის გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები. ,,მნიშვნელოვანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობა ბათუმის მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით. მოსახლეობასა და მერს შორის უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რომელსაც საბჭო ეფექტურად და გამჭვირვალედ უზრუნველყოფს”,- განაცხადა მან.

საბჭოს შემადგენლობაში
არასამთავრობო ორგანიზაციების, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბათუმში
არსებული უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და სხვადასხვა დარგობრივი
უწყების წარმომადგენლები შედიან. საბჭო მერის სათათბირო ორგანოს
წარმოადგენს და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, სამოქალაქო ინიციატივების,
რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება. საბჭოს
თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, თამარ გუდავა, თავმჯდომარის მოადგილედ
რამინ მაჭარაშვილი, მდივნად კი, ალექსანდრე შერვაშიძე აირჩიეს.

Comments
Loading...