- Advertisement -

ბათუმის მერია 3 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს

ბათუმის მერია 3 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს, რაც დამატებით 600-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. დასრულების ეტაპზეა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე.

ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 914 ათას ლარს შეადგენს. 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო. თითოეული ბაღი 210 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო.

Comments
Loading...