- Advertisement -

ბათუმის მერიის პრესსამსახური: დროშა სამაგრიდან მოწყდა და მისი ამობრუნება გამოიწვია

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბათუმის საკრებულოში მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში მერიის შენობაზე თავდაყირა დაკიდებული დროშის ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებს წარწერით "#დროშავერდაკიდენ".

ბათუმის მერიაში კი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ პოსტს სარკაზმს უწოდებენ და განმარატავენ, რომ დროშა ქარის შედეგად სამაგრიდან მოწყდა, რამაც მისი ამობრუნება გამოიწვია. ტექნიკური ხარვეზი მერიის თანამშრომლებმა მალევე გამოასწორეს.

"25 თებერვალს მერიის ყველა ადამინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა. ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ერთ-ერთ შენობაზე დროშის დაწევა გვიან ღამით განხორციელდა რა დროსაც დროშა სამაგრიდან მოწყდა და მისი ამობრუნება გამოწვია " – განუცხადა "აიპრესს" ბათუმის მერიის საზოზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეკლა ჩიჩუამ.

Comments
Loading...