- Advertisement -

ბათუმის მერი: ვემიჯნები საბჭოთა კავშირის ყოველგვარ სიმბოლიკას

"ცალსახაა რომ ვემიჯნები საბჭოთა კავშირის ყოველგვარ სიმბოლიკას" – აღნიშნუილი განცხადება ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გმირთა ხეივანში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნისას განაცხადა. გმირთა ხეივანში ადგილობრივი მთავრობა და ვეტერანები
შეიკრიბნენ. აქ იმყოფებიან მსვლელობის მონაწილეებიც, რამდენიმე მათგანს კვლავ გეორგიევსკის ლენტი უკეთიათ და უკვდავი პოლკის ფლაერები უკავიათ.

მთავრობის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, ხოლო ვეტერანებმა დღევანდელი დღის მნიშვმელობაზე ისაუბრეს და ომის გაიხსენეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ისინი მსვლეობასა და საბჭოთა სიმბოლიკებით მოსულ ადამიანთა ჯგუფს ემიჯნებიან. შეკრებაზე კი ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მოვიდნენ. რაც შეეხება აქციაზე კანონით აკრძალული სიმბოლიკის გამოყენებას რეგიონის პირველი პირების განმარტებით აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება შესაბამისმა უწყებებმა უმნდა მოახდინიონ.

ბათუმში 24 ვეტერანი ცხოვრობეს, მათ მერია ერთჯერადად ფულად დახმარებას 400 ლარს გადასცემს.

Comments
Loading...