- Advertisement -

ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სამხატვრო სკოლამ ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

გამოფენაზე ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის კლუბ „პალიტრას“ მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ექსპოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის, იყო სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებიც. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ჟანრობრივად მრავალფეროვანი ექსპოზიცია – პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, ასევე, კერამიკული ნამუშევრები. გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები თეონა ბერიძე, ირაკლი თავბერიძე და ბადრი ნაკაშიძე ესწრებოდნენ.

ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის კლუბ “პალიტრას“ მიზანია აზიაროს მოსწავლეები ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები, ასევე, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრული აღქმის საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ – ჩვევების განვითარებაში. ამ ღირსეულ საქმეს უკვე წლებია სკოლაში ავთანდილ ბოლქვაძე ხელმძღვანელობს. კლუბი „პალიტრა“ პერიოდულად აწყობს სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენას.

Comments
Loading...