- Advertisement -

ბათუმის პორტიდან მოშიმშილეები სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა (ვიდეო)

მეოთხე დღეა ბათუმის პორტში 6 თანამშრომელი შიმშილობს. ისინი დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. 

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორი მოშიმშილე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სავადმყოფოში გადაიყვანა. 

პარალელურად მიმდინარეობს პორტის მმართველი კომპანიის სათაო ოფისის დელეგაციასა და მოშიმშილეებს შორის შეხვედრა. დელეგაცია ასტანიდან ბათუმში დღეს დილით ჩავიდა. შეხვედრას მედიატორის როლში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეც ესწრება. მოლაპრაკებები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე პორტის დირექტორი დანიარ მუხამედ-რახიმი თანამდებობას.

Comments
Loading...