- Advertisement -

ბათუმის პორტი: არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს აზოტის კარბამიდსა და გადაუმუშავებელ გოგირდს ვტვირთავთ

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ქიმიურად აქტიური და ადამიანის ციცოცხლისთვის საშიში აზოტის კარბამიდისა და დაუმუშავებელი გოგირდი მთები. მისი გადატვირთვის შემდეგ კი წარმოიშობა პუდრისებრი მტვერი, რომელიც საშიშია გარემოსა და ადამიანისთის, მისი შესუნთქვა იწვევს იგივე წყაროს ცნობით, სიმსივნესა და სხვა დაავადებებს.

ბათუმის პორტში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პორტის ეკოლოგიური სამსახურის უფროსმა ზაზა ვარშალომიძემ "აიპრესთან" განაცხადა, რომ ნავსადგურში საშიში ნივთიერებები არ არსებობს :

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს აზოტის კარბამიდსა და გადაუმუშავებელ გოგირდს ვტვირთავთ. ჩვენთან ხდება მხოლოდ გრანულირებული გოგირდისა და ამონიუმის გვარჯისლის გადატვირთვა. ამ ნივთიერებების გადამუშავების ოფიციალური უფლება აქვს პორტს. ატმოსფეროში გაფრქვევის ზღვრულად დასაშვები ნორმები დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და შესაბამისი ნებართვა გვაქვს ასევე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსგან. არანაირ საშიშ ნივთიერებასთან საქმე არა გვაქვს. ამონიუმის გვარჯილა სპეციალურ ტომრებშია და მის გაბნევაზე საუბარიც კი ზედმეტია“-განაცხადა ზაზა ვარშალომიძემ

Comments
Loading...