- Advertisement -

ბათუმის პორტს ამერიკული და იტაიური ხომალდები სტუმრობენ

გემები ბათუმის ნავსადგურში ცოტა ხნის წინ შემოვიდნენ. პირველად პორტში იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "PALINURO" ჩამოდგა.გემის ეკიპაჟის წევრებს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს.

ეეს არის იტალიის ხომალდის პირველი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი იტალიის საზღვაო ფლოტის სკოლის კადეტების სასწავლო პროექტის ფარგლებში ხორციელდება და იგი პარტნიორ ქვეყნებთან მეგობრულ ვიზიტებს ითალისწინებს. გემმზე მყოფი 33 კურსანტი სწავლობს საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და პროფესიულ ჩვევებს.

რაც შეეხება ამერიკულ გემ USS Carney-ს ვიზიტი შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ეძღვნება.

USS Carney ჩაატარებს ერთობლივ წვრთნებს სანაპირო დაცვასთან ერთად და მოაწყობს ტურს გემზე შერჩეულ ჯგუფებთან,“ – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გემის ხელმძღვანელობას პორტში საზეიმო დახვედრის ცერემონია აჭარის მთავრობამ მოუწყო.

Comments
Loading...