- Advertisement -

ბათუმის პორტში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

მე-10 ნავსადგურში ოფიციალურ ცერემონიალზე პროფესიული დღე ორემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს, კურსანტებსა და ბათუმელებს მიულოცა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ღვაწლმოსილი მეზღვაურებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრონლების საზღვაო ტრანსპორტის სექტორის განვითარებაში გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა.

"ძვირფასო მეზღვაურებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს. იყო მეზღვაური ნიშნავს იყო ერთერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი. თქვენი ღვაწლი ტრანსპორტის სააგენტოს განვითარებაში არის ფასდაუდებელი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ეკონომიკისთვის. მე ძალიან მიხარია რომ თქვენი ოროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში. დღეს ჩვენ საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პიველად გაუშვებთ საწვრთნელ გემს "კადეტი". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. " – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ბათუმის მე-10 ნავმისაგდომთან აჭარის მთავრობის თავმჯდონარე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებიან.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით აკადრმიური მოსწრებისთვის 5 სტიპენდიანტი გამოვლინდა. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.
საზღვაო ნავსადგურის საკუთრებაში არსებული გემი "კადეტი" კი საზეიმო ვითარებაში შორელ ნაოსნობაში გაემგზავრა.

Comments
Loading...