- Advertisement -

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირადი აღჭურვილობის დამცავი საშუალებები გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესშია ჩართული საერთაშორისო კომპანია “Wondernet Exspress”-მა სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეც კომბინიზონი გადასცა.

სართაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება აჭარის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოვიდმიმღებ საავადმყოფოს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გადასცა.
“მსგავსი დახმარება, კოვიდ მიმღები კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების მიწოდებას, თუმცა მოთხოვნა დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძოს სექტორის ჩართულობა. ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 2020 წლის სექტემბერში ჩაერთო. დღემდე სტაციონარული მომსახურება გაეწია 3396 პაციენტს, ამბულატორიული სერვისი მიეწოდა 3959 პაციენტს. კლინიკა ერთდროულად 220 პაციენტს ემსახურება.

Comments
Loading...