- Advertisement -

ბათუმის რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

2-12 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონს "ლირას" ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის, რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება.

გასული წლის მსგავსად, წელსაც, ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს. ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები – პიანისტი ბარი დუგლასი, ლიზ დე ლა სალი, დირიჟორი მირონ მიხაილიდისი და ასევე, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები.

Comments
Loading...