- Advertisement -

ბათუმის საზღვაო ნავსაგურის ადმინისტრაციულ შენობასთან მაშტაბური აქცია მიმდინარეობს

ისინი თანამშრომელთა უსაფუძვლო გათავისუფლებას აპროტესტებენ. იანვრიდან დღემდე 26 თანამშრომელია გათავისუფლებული, მათგან ყველა პენსიონერია, თუმცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თაშრომლები ეჭვობენ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ბევრად მეტ ადამიანს მოუწევს სამსახურის დატოვება. 

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირების ხელნძღვანელის ამირან მიქელაძის განცხადებით აღნიშნული პროცესი "არა ფინანსურ პრობლემებს არამედ სხვადასხვა საარენდო კომპანიებზე მმართველობის გადაცემას ემსახურება, რითიც შემოსავლების ნაწილი თანამშრომელთა ნაკლებ რაოდენობახე გადანაწილდება და მეტი მოგება დარჩებათ."

ამ წუთებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობაში 500-მდე ადამიანია შეკრებილი, მათგან 12 ადამიანი უკვე შიმშილობის აქციას მართავს.

Comments
Loading...