- Advertisement -

ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა სამდღიანი პაუზის შემდეგ მუშაობა გაანახლა

ეს გადაწყვეტილება პორტის თანამშრომლებმა ხელმღვანელობასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. შეხვედრის შემდეგ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ექვსი ადამიანი კვლავ განაგრძობს დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას, აქციის მონაწილე 500-მდე თანამშრომელი კი შეწყვეტს პროტესტს და დაუბრონდება სამუშაოს.

"მიღებული არის შეთამხმება, 6 ადამიანი ვაგრძელებთ შიმშილს სანამ დირექტორი არ გადადგება, დანარჩენებს მოგიწდებთ გავიდეთ სამუშაოებზე და დაუბრუნდე თქვენს პოზიციებს. ვიცი ეს რთული იქნება თქვენთვის მაგრამ ორმხრივე მხარე წავედით კომპრომისზე და ეს აუცილებელია." – განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ თენგიზ სურმანიძემ.

ამ დროისთვის პორტის ადმიისტრაციული შენობის მიმღებში დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მხოლოდ 6 მოშიმშილე რჩება. ისინი ხვალ ყაზახეთიდან კომპანიის გენერალურ მმართველებს ელოდებიან. შესაძლოა მათი საქართველოში ვიზიტის შემდეგ დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა თანამდებიბაც დატოვოს.

Comments
Loading...