- Advertisement -

ბათუმის საზღვაო პორტი აჭარის მთავრობის მიმართვის საფუძველზე რეორგანიზაციას აჩერებს

აღნიშნუი განცხადება ბათუმის პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა რამდენიმე წუთის წინ მედიასთან გააკეთა. პორტის ხელმძღვანელობა ადასტურებს რომ შექმნილი კრიზისულიბსიტუაციიდან გამომდინარე იგეგმებოდა რეორგანიზაცია, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ პორტი ჩეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

“ბათუმის პორტში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური მთავრობის მომართვისა და მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსოილმა" მიიღო გადაწყვეტილება შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი, მანამდე ვიდრე პორტისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გადაწყვეტილება არ მოიძებნება"-აცხადებს გენერალური დირექტორი.

მიუხედავად ადმინისტრაციის იერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა პორტის თანამშრომლები ისევ გაფიცულები არიან. ისინი ამბობენ, რომ არ შეწყვეტრნ შიმშილობას სანამ დირექტორი არ დატოვებს თანამდებიბას.

საპროტესტო აქცია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებმა გუშინ სამი მოთხოვნით დაიწყეს:
1. დატოვოს თანამდებობა "ყაზტრანსოილი"-ს დირრქტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა
2.დააბრუნოს ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს გათავისუფლებული 26 თანამშრომელი
3.შეაჩერს ადმინისტრაციამ დაგეგმილი რეორგანიზაცია.

Comments
Loading...