- Advertisement -

ბათუმის საკათედრო ტაძაძრის კედლებს რესტავრაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისათვის, ,,ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

სამუშაოები დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა დაათვალიერეს.

პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად გეგმავს ღონისძიებებს კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციის მიზნით.

Comments
Loading...