- Advertisement -

ბათუმის სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო

ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში ონის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო,-  ამის შესახებ ინფორმაციას 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე, თექაზე, ბატიკაზე და ტილოზე შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები.

დღესვე, ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკისა და ონის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ხელს შეუწყობს სკოლებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

Comments
Loading...