- Advertisement -

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

თანამედროვე სტანდარტების სამსართულიან კორპუსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის თანამშრომლები და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრნენ. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით ორი მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მშენებლობა წლის ბოლოს დასურულდება, კორპუსში განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი. ასევე სრულად იქნება ადაპტირებული. პარალელურად კი საერთო საცხოვრელის მშენებლობაც მიმდნარეობს.

Comments
Loading...