- Advertisement -

“ბათუმის წყალი” საყოფაცხოვრებო აბონენტებს წყლის ძველი დავალიანების გადანაწილებას სთავაზობს

"ბათუმის წყალი“ ძველი დავალიანების მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს, გადახდის განსხვავებულ გზას სთავაზობს, კერძოდ: აბონენტებს შეუძლიათ დავალიანების რამდენიმე თვეზე გადანაწილების მიზნით დაწერონ განცხადება კომპანიის სათაო ოფისში, ან გამოგზავნონ წერილი ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@bats.ge 

განცხადებას საჭიროა თან ერთვოდეს არსებული დავალიანების წინასწარ დადგენილი პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
აბონეტებს დავალიანების დაფარვა შეუძლიათ ქვემოთ მითითებული ფორმის მიხედვით:

ძველი დავალიანება (ლარი) წინასწარი შენატანი გადანაწილების მაქსიმალური პერიოდი (თვე)

101-ლარამდე 10% 10 თვემდე
101-დან 301 ლარამდე 10% 12-24 თვემდე
301-დან 501 ლარამდე 15% 24დან – 36 თვემდე
501-დან და მეტი 20% ან მინიმუმ 100 ლარი 48 თვე

აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება დავალიანების გადანაწილების პროცედურებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ქოლ-ცენტრის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს. 

Comments
Loading...