- Advertisement -

“ბათუმის წყალში” გერმანიის შეიარაღებული ძალების უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები იმყოფებოდნენ

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. 

KFW ბანკის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები პროექტის ფაზების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესებში. ყოველწლიურად ხდება პროექტის შეფასება და მზადდება საქმიანობის შეფასებითი დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანს დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებს შორის ურთიერთაკავშირი. 

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებში, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

დღეს წარმატებული ინფრასტრქტურული პროექტის გაცნობის მიზნით, ბათუმში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უნივერსიტეტის ჰიდრო ინჟინერიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები იმყოფებოდნენ.
სამუშაო შეხევდრის ფარგლებში, საკონტულტაციო კომპანია MACS-ის და „ბათუმის წყალის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია ჩატარებული სარებილიტაციო სამუშაოების და ყოველდღიური ოპერირების პროცესის შესახებ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა „ბათუმის წყალის“ სამარაგო რეზერვუარები და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწნდი ნაგებობა დაათვალიერეს.
 

Comments
Loading...