ბათუმის 23-2 საჯარო სკოლას ფაროსანა შეესია ბათუმი დამატების თარიღი 25 სექტემბერი, 2017 507 ბათუმის 23 საჯარო სკოლაში დღეს ორ საკლასო ოთახში სასწავლო პროცესი ფაროსანას შესევის გამო არ განახლებულა. დირექციის გადაწყვეტილებით 9 და 12 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები პირველ სართულზე ალტერნატიულ საკლასო ოთახში ჩაუტარდათ. აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დღესვე მოხდება ფაროსანას სპეციულური ხსნარით შეწამვლის სამუშაოები. სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქის გამწვანების სამსახური ახორცილებს. "მეორე სართულზე მხოლოდ ორ საკლასო ოთახში შევაჩერეთ სასწავლო პროცესი, დღეს მოხდება ფაროსანას დეზიფექცია, დაილუქება სასწავლო ოთახი და დილით განიავების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა." – განუმარტა "აიპრესს" 23 საჯარო სკოლის დირექტრომა გურამ ფარტენაძემ. მოსწავლებიი აცხადებენ, რომ სკომაში დილით მოსულებს საკლასო ოთახში დიდი რაოდენობით ფაროსანა და სპეციფიური სუნი დახვდათ. მათივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევა ორი წლის წინაც დაფიქსირდა. როგორც საჯარო სკოლაში განმარტავენ ფაროსანა საკლასო ოთახებში სკოლის მიმხებარედ თხილის პლანტაციებიდან გადმოვიდა.