ბათუმის 79-ე ოლქში 105-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა ბათუმი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 343 79-ე ოლქში სულ 139 595 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 105 საარჩევნო უბანი მუშაობს, მათ შორის ერთი სპეცუბანია. ზღვისპირა ქალაქში მოსახლეობამ არჩევანი 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, ბათუმის საკრებულო კი 25 მანდატით დაკომპლექტდება. 79-ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით მხოლოდ 2 საჩივარია დაწერილი. ციალა შავაძის განმარტებით, ორივე საჩივარი დამკვირვებლების უბანზე დაგვიანებით გამოცხადებას უკავშირდება.