ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 თებერვალი, 2018 624 უამინდობის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე. მიწის მასა დაბაში მისვლამდე 200 მეტრში ჩამოწვა. გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სრულად იქნება გაწმენდილი.