ბათუმში აბუსერიძის ქუჩა საეჭვო ნივთის გამო საპატრულო პოლიციამ გადაკეტა ბათუმი დამატების თარიღი 27 თებერვალი, 2018 399 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინორმაციით მოალაქის მიერ შევიდა შეტყობინება, რომ საეჭვო ვითარების კოლოფი იპოვა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და კოლოფის შესწავლას ახორციელებენ. შესაძლოა კოლოფი მოქალაქეებისთვის სახიფათო აღმოჩნდეს, ამიტომ პოლიცია აბუსერიძის ქუჩაზე ჯავახიშვილი-ლორიას მონაკვეთში მოქალაქეებს გადაადგილებას უკრძალავენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს პოლიციის მთავარი სამმართვრლო, საცხოვრებელი კორპუსები და სავაჭრო ობიექტები.