- Advertisement -

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ავტომობილი ცოლ-ქმარს დაეჯახა

ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცოლ-ქმარი ქუჩაზე ქვეითად გადაადგილდებოდა. დაშავაბეულები კლინიკებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით პირველადი დათვალიერებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"გამოძახება 9 საათსა და 30 წუთზე დაფიქსირდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოს ბრიგადას დაშავებული ცოლ-ქმარი დახვდა. ერთს დაზიანება თავის არეში აქვს, მეორეს კი კიდური აქვს მოტეხილი. სასწრაფომ დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსა და საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი დათვალიერებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"-განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

ფაქტათან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Comments
Loading...