- Advertisement -

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბაგრატიონის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი რამდენიმე წუთის წინ შეეჯახა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც "აიპრესს" სასწრაფო დახმარების დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განუცხადა ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Comments
Loading...